Monday, June 11, 2012

გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ორგუმბათიანი ეკლესია



გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ე.წ. “ყველაწმინდა”, VIII-IX საუკუნეების ძეგლია. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია მართლმადიდებლურ სამყაროში და სოფელ გურჯაანში მდებარეობს.
გურჯაანის “ყოვლადწმინდა” (შემდგომში “ყველაწმინდად” მოიხსენიება) ორგუმბათიანი, , სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა..
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი შემოსევის დროს ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი, დარჩა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დარბოდა. მოულოდნელად ეკლესიის კედელი გახსნილა და ქალი იქ დამალულა. ცოტახანში ქალს იმდენი რძე წამოსვლია, რომ კედელში გამოჟონილა. ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მიდიან, ფხეკენ ტაძრის სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ. ლეგენდა 1878 წელს მელიქსეთ-ბეგის მიერ არის ჩაწერილი. ამჟამად მონასტერი მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ.
გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“. ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე.
გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღებიკამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.